"საახალწლო სურვილს უფრო ჰგავს" - ლილუაშვილი კალაძის განცხადებაზე
"საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი ფიქრობს, რომ "ოცნება" 2024 წლის არჩევნების გასაყლაბებლად ნიადაგს ამზადებს. ამის თქმის საფუძველს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახი კალაძის განცხადება აძლევს, რომელმაც 2024 წლის და 2028 წლის არჩევნებშიც "ოცნების" გამარჯვება უკვე დააანონსა.
ლილუაშილის თქმით, კალაძის განცხადება "საახაწლო სურვილს" უფრო ჰგავს.
საახალწლო სურვილს უფრო ჰგავს, არის რისკების მატარებელი, იმ რისკების მატარებელია, რომ შეიქმნას განცდა საზოგადოებაში ამ განცხადებების სიმართლის და შემდეგ უკვე თავისი მეთოდებით, კარგად ცნობილით, კარგად აპრობირებულით მოხდეს არჩევნების გაყალბება, რასაც ჩვენ, ფაქტობრივად, წელიწადნახევრით ადრეც კი ვუყურებთ, როგორ ხდება არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტის პირდაპირ პარტიაზე დაქვემდებარება, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.