საუბარი იმაზე, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არჩევნებისთვის, არის ძალიან ადრე - დავით კირკიტაძე

14.07.23 14:33
საუბარი იმაზე, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არჩევნებისთვის, არის ძალიან ადრე - დავით კირკიტაძე

„ამის ხასიათზეა „ქართული ოცნება“, აბა, კითხოს საქართველოს მოქალაქეს - ეირონიება და სასაცილოდ აქვს საქმე? რა გაჭირვებულ მდგომარეობაშია, ხალხისგან საერთოდ მოწყვეტილები არიან,“ - ასე პასუხობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით კირკიტაძე „ქართული ოცნების“ ლიდერების ირონიულ განცხადებებს.

საქმე ეხება მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთაინებასთან დაკავშირებით - მაგალითად, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „საკადრო შიმშილად“ მოიხსენია ხაბეიშვილისა და ვაშაძის პარტიების შესაძლო გაერთიანება.

დავით კირკიტაძე აანონსებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ახალი სახე გამოჩნდება. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას, კირკიტაძე ამბობს, რომ კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია.

დღეს საუბარი იმაზე, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არჩევნებისთვის, არის ძალიან ადრე. ამიტომ მიგვაჩნია ამაზე საუბარი არასწორად. იმას გიდასტურებთ, რომ ბევრი საინტერესო ადამიანი, პატრიოტი, იქნება "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და "ნაციონალური მოძრაობა იქნება ავანგარდში იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დააღწიოს იმ მძიმე ვითარებას თავი, რა ვითარებაშიც ჩვენმა ცუდმა ხელისუფლებამ ჩაგვაყენა,“ - ამბობს დავით კირკიტაძე.
 

მსგავსი სიახლეები