სააკაშვილის წამება მხოლოდ პუტინის ინტერესებშია - გონჩარენკო რადას მიმართვაზე

14.07.23 15:01
სააკაშვილის წამება მხოლოდ პუტინის ინტერესებშია - გონჩარენკო რადას მიმართვაზე

"სააკაშვილის წამება მხოლოდ პუტინის ინტერესებშია", - ეს განცხადება უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ გააკეთა.

გონჩარენკო "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის რადაში კენჭისყრა დასრულდა და შესაბამისად, მიხეილ საააკშვილის შეწყალების მოთხოვნით შემუშავებული პროექტის ტექსტი მზადაა. მიმართვის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტები არიან. რადაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხზე ვრცელი დებატებიც გაიმართა.

რადას დეპუტატის გონჩარენკოს შეფასებით, საქართველოს მთავრობა კრემლზე მუშაობს და ამის შედეგია ისიც, თუ როგორ ექცევიან მიხეილ სააკაშვილს. 
 

დებატები უკვე დასრულდა, ჩვენ მივიღეთ მიმართვა, რომლის ადრესატიც საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის პარლამენტები არიან. ჩვენ მოვუწოდეთ მათ, მიიღონ მონაწილეობა პროცესებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით დასრულდება. საკითხი დგას ფართოდ - თავის გამოსვლებში დეპუტატები აღნიშნავდნენ, რომ მიმდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ახალი ეტაპი, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მუშაობს კრემლზე. ეს წამება და სააკაშვილის მკვლელობის მცდელობა მხოლოდ პუტინის ინტერესებშია და მხოლოდ მას შეიძლება უხაროდეს, ამიტომ მივიღეთ დღეს ეს მიმართვა, გვაქვს იმედი რომ შეისმენენ. ჩვენ მივმართეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებსაც, გადადგან ანალოგიური ნაბიჯები და გაუგზავნონ მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, რათა მან შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი,“ - ამბობს გონჩარენკო.

მსგავსი სიახლეები