შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის რადამ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით შემუშავებული პროექტი დაამტკიცა

14.07.23 15:00
შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის რადამ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით შემუშავებული პროექტი დაამტკიცა

შეიწყალეთ მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის რადაში კენჭისყრა დასრულდა და შესაბამისად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით შემუშავებული პროექტის ტექსტი მზადაა. უკრაინის სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი 285-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მიმართვის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტები არიან. რადაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხზე ვრცელი დებატებიც გაიმართა.

უკრაინის რადა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის და სიცოცხლის შესანარჩუნებლად უმაღლესი რადა გეგმავს, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მისცეს საშუალება უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში უფლებამოსილ პირს, დმიტრი ლუბინცს, მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. 

უკრაინელი დეპუტატები მიმართავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის პარლამენტებს, რომ მიიღონ შესაბამისი რეზოლუციები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებას და შეწყალებას შეეხება, რითაც დაიცავენ ადამიანის უფლებებს, რომელიც დაცულია საერთაშორისო ნორმებით.

მსგავსი სიახლეები