"ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს... ამაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება" - კობახიძე დასავლეთს ემუქრება

14.07.23 14:55
"ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს... ამაზე რეაქცია აუცილებლად გვექნება" - კობახიძე დასავლეთს ემუქრება

ირაკლი კობახიძე დასავლეთს ემუქრება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაანონსა, რომ თუ ვინმე საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთხელ გაბედავს, მაშინ პასუხი კონკრეტული ნაბიჯებით მკაცრი იქნება. 

„რა თქმა უნდა, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დადგენა. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს და საბოლოო ჯამში, ითქვა, რომ რაღაც ინფორმაცია გაზეთებში ამოიკითხეს, რაც გახდა სანქცირების საფუძველი, რაც წარმოუდგენელი რამ არის.

ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპში ჩარევას. ეს არის ძალიან უხეში ქმედება, ამაზე ჩვენ გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში ხელყოფა, საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის მუქარა, დიდი ალბათობით, ამერიკის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელის ანონსს უკავშირდება. მაიკლ მაკფოლი ფიქრობს, რომ სანქციების ახალ მასშტაბურ პაკეტში რამდენიმე ქართული გვარი და კომპანიებიც აღმოჩნდებიან. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით ზაფხულის ბოლომდე მოხდება.

მსგავსი სიახლეები