კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოს სატრანზიტო ჰაბად გამოყენებაზე საუბარი სპეკულაცია და ტყუილია
"აზიმუტის" დამფუძნებლის მიერ დაანონსებული სატრანზიტო ჰაბის შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რისკები არ არსებობს. ირაკლი კობახიძის თქმით, რაიმე საფრთხეებზე საუბარი სპეკულაცია და ტყუილია.
მმართველი პარტიის ლედერი ევროკავშირს "ურჩევს", თუ რუსეთის მოქალაქეების მიღება არ სურს, მათთვის ვიზები დააწესოს.
ერთი, რომ ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, ეს ერთი. თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს. დღეში თურქეთში პირდაპირი რეისი სრულდება რუსეთსა და თურქეთს შორის დაახლოებით ასი, აზერბაიჯანი დაახლოებით 25, სომხეთი დაახლოებით 25. ჯამში არის 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. ახლა, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი. როგორ შეიძლება საქართველოში ფრენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი. ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ეს ხომ ცარიელი ტყუილებია?, - ამბობს კობახიძე.
საქართველო რუსეთისთვის სატრანზიტო ჰაბი ხდება. რუსული პროპაგანდისტული მედია რუსულ ავიაკომპანიებსა და "ჯორჯიან ეარვესის" თანამშრომლობაზე სულ უფრო აქტიურად წერს. საკუთარი მოქალაქეებისთვის ფრენების გასამარტივებლად მოსკოვი ყველა გზას ეძებს. რუსეთის მოქალაქეები ევროპაში გაფრენას თბილისიდან მაქსიმუმ სამსაათნახევარში შეძლებენ.