"ნაგლი, ბაქიბუქა, რუსი კაგებეშნიკი" - ხაბეიშვილი კობახიძეს პასუხობს

14.07.23 15:31
"ნაგლი, ბაქიბუქა, რუსი კაგებეშნიკი" - ხაბეიშვილი კობახიძეს პასუხობს

ნაგლი და ბაქიბუქა - ასე პასუხობს ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძეს. ოპოზიციიის აგენტებად გამოცხადების შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პასუხად კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა.

ასე იცის ბევრმა ბაქიბუქმა. ეს რუსი კაგებეშნიკის ოჯახში გაზრდილი კობახიძე იყო მთავარი ორგანიზატორი კასპშიც და საგარეჯოშიც. თუ ვინმე დასაკიტხი და დასაკავებელია, არის ეს ნაგლი კობახიძე, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი. დღეს ვხედავთ, რომ კრემლმა უკან დაიხია. რაღაცნაირად შეშინდნენ, შიში ოხერია. ასე იცის როცა ბევრს ბაქიბუქობს კობახიძე, სამხარაძე და ეს რუსი კაგებეშნიკები მართლა". - ამბობს ხაბეიშვილი. 

დღეს ლევან ხაბეიშვილიი მარტვილშიმართავს ამომრჩევლებთან შეხვედრას. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ქვებით შეიარაღებული საჯარო მოხელეები ნაცმოძრაობის ლიდერთან აღარ გამოჩენილან. ეს მას შემდეგ რაც კობახიძემ საჯაროდ თქვა, რომ სასურველია ხაბეიშვილს შეხვედრები აღარ ჩაეშალოს.

მსგავსი სიახლეები