კახეთის გზატკეცილზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე - მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.