კუბილიუსის პიარ გეგმის რეალიზაციას რომ აკეთებ, რასაკვირველია, მისი აგენტი ხარ - ვოლსკი
კუბილიუსის პიარ გეგმის რეალიზაციას აკეთებ, რასაკვირველია, მისი აგენტი ხარ - "ოცნების" წევრი გია ვოლსკი ირაკლი კობახიძის რიტორიკას აგრძელებს.
ვოლსკი ამბობს, რომ სააკაშვილის მოწამლულად და სახელმწიფოს მწამებლად გამომცხადებლებს სწორედ სიტყვა აგენტი შეესაბამებათ.
რომ ჩამოეკიდები ამას და კუბილიუსის პიარ გეგმის რეალიზაციას აკეთებ, რასაკვირველია, მისი აგენტი ხარ და არა საკუთარი ქვეყნის. რასაკვირველია ის ამოცანა, ის გეგმა, რასაც ჰქვია სააკაშვილის მოწამლულად წარმოდგენა და სახელმწიფოს წარმოდგენა როგორც მწამებელი, ეს არის გეგმა. ასეთ წარმომადგენელს ლათინურად თუ ინგლისურად ქვია აგენტი". - განაცხადა ვოლსკიმ.
ირაკლი კობახიძემ დღეს უცხოური გავლენის აგენტებად გამოაცხადა ოპოზიციის წარმომადგენლები.