დისკრიმინაციული მოპყრობა და ცენზურა შსს-ში - გოგა რაზმაძე გამოძიების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს
დისკრიმინაციული მოპყრობა და ცენზურა შინაგან საქმეთა სამინისტროში - უწყების მოქმედი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. საგამოძიებო სამსახურში ის ამ წუთებში მისივე ინტერესებისდამცველთან ერთად იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი უწყების მაღალჩინოსანთა მხრიდან დამამცირებელ მოპყრობასა და ცენზურაზე ღიად ალაპარაკდა.
გოგა რაზმაძე ალექსანდრე დარახველიძის გვარს ახსენებს და ამბობს, რომ დეპარტამენტის კურატორად ამ უკანასკნელის დანიშვნის შემდეგ, დაიწყო მათი საჯარო პოსტების კონტროლი და დისკრიმინაციული მოპყრობა დაიწყო.
შსს-ს თანამშრომელი პირდაპირ წერს, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო გენინსპექციაში დაიბარეს და საქმე გაურჩიეს.
გომელაურის უწყების ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას ითხოვს.