ВЫХОД - რუსული წარწერა "აირზენას" თვითმფრინავებში
ВЫХОД - რუსული წარწერა "აირზენას" თვითმფრინავებში. ფოტომასალას "პირველებს" ერთ-ერთი მგზავრი უგზავნის.
ირკვევა, რომ "აირზენას" თვითმფრინავებში, რომელიც ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს, რუსული წარწერები გამოჩნდა.
"აირზენა" იმ კომპანიებს შორისაა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი. უკრაინამ ყველა ის პირი შეიყვანა სანქციების კანდიდატთა ჩამონათვალში, ვინც რუსეთთან პირდაპირ ფრენებს ახორციელებს და რუსულ თვითმფრინავებს საქართველოში ემსახურება.
ყველაფერი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ქართული ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. თბილისი-მოსკოვი-მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი - ჯერჯერობით ხუთ ევროპულ ქალაქში რუსები თბილისის გავლით ჩაფრინდებიან.