მთელი უკრაინა და დასავლეთი ტესტავს ხელისუფლებას - რად უღირთ ქვეყნის მომავალი - ხუხაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე
„მთელი უკრაინა და დასავლეთი ტესტავს ხელისუფლებას - რად უღირთ საქართველოს მომავალი, უღირთ, რომ თავის ამ შიდა პოლიტიკურ თამაშებს გადააყოლონ ეს ყველაფერი?“ - ეს განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „დღის ამბებში“ გააკეთა.
ხუხაშვილის თქმით, თუ საქართველო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით სარგებელს ნახავს საერთაშორისო ასპარეზზე, ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტის გაშვების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინასთან პრობლემები გვაქვს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ის, რა პოლიტიკასაც ატარებს საქართველო, არათუ დისტანცირებას არ ვახდენთ რუსეთისგან, პირიქით, ინტეგრაციული პროცესები გავაძლიერეთ - აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი დაგროვდა. სააკაშვილის საკითხია ერთ-ერთია ამ პრობლემების წყებაში, რომლითაც საქართველოს უკრაინა ტესტავს, თუ რა უნდა საქართველოს საერთოდ. რეალურად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება, როდესაც სასწორზე დევს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება, თუნდაც თვლიდეს, რომ სააკაშვილი არ არის გასაშვები და თუ ფიქრობს ასე, რომ სააკაშვილის გაშვებით შეიძლება დიდი სარგებელი ვნახოთ სახელმწიფოებრივი, როგორც ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების, ამხელა ბონუსებია - სასწორის ერთ პინაზე დევს ეს ყველაფერი და მეორე პინაზე დევს ძალიან იაფფასიანი ინტერესი კონკრეტული სააკაშვილის მიმართ. მთელი უკრაინა და დასავლეთი ტესტავს ხელისუფლებას - რად უღირთ საქართველოს მომავალი, უღირთ, რომ თავის ამ შიდა პოლიტიკურ თამაშებს გადააყოლონ ეს ყველაფერი?“ - ამბობს ხუხაშვილი.