სააკაშვილის გასათავისუფლებად საერთაშორისო კოალიცია იქმნება - უკრაინა მოქმედებაზე გადადის
სააკაშვილის პატიმრობიდან გასათავისუფლებად საერთაშორისო კოლიცია იქმნება. უკრაინის პარლამენტში საგანგებო დადგენილების მიღების შემდეგ დაანონსდა, რომ პროცესი დღეს დაიწყო და მთელს მსოფლიოში გავრცელდება. "ჩვენ უნდა გავაერთიანოთ მსოფლიო სააკაშვილის გადასარჩენად", -ამ სიტყვებით მიმართა დღეს იულია ტიმოშენკომ რადას დეპუტატებს. უკრაინის ექსპრემიერი, რომელიც თავადაც პოლიტიკური პატიმარი იყო, ფიქრობს, რომ დადგენილებები და ლაპარაკი საკმარისი არ არის და კიევი მოქმედებაზე უნდა გადავიდეს.
უკრაინელი დეპუტატების სამიმართვის მთავარი ადრესატი საქართველოს პრეზიდენტია. უკრაინის რადას ყველა ფრაქციის ლიდერი დღეს სალომე ზურაბიშვილს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვისკენ მოუწოდებდა. საქართველოსს მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად საერთაშორისო კოალიცია შეიქმნება.
სააკაშვილის წამება და მკვლელობა პუტინის ინტერესში შედის! საქართველოს ჰყავს კრემლის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება - ეს სიტყვები ისმოდა დღეს რადას ტრიბუნიდან. საბოლოოდ, დადგენილება 257 ხმით მიღებულია. დოკუმენტში წერია, რომ ამ მიმართვის მიზანია პოლიტკური ძალისხმევის კონსოლიდაცია მიხეილ სააკშვილის გასათავსისუფლებლად.
ახლა ყველაფერი სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.