თბილისი როგორც სატრანზიტო ჰაბი - რას უპირებს კრემლი საქართველოს აერპორტებს?

14.07.23 20:13
 თბილისი როგორც სატრანზიტო ჰაბი - რას უპირებს კრემლი საქართველოს აერპორტებს?

თბილისი როგორც სატრანზიტო ჰაბი - ახალი  რუსული გეგმა ამუშავებულია. რას უპირებს კრემლი საქართველოს აერპორტებს?  დეტალები თავად მოსკოვის აეროპორტის თანამესაკუთრემ გათქვა.  რეისები უკვე ჩანიშნულია: რუსეთის მოქალაქეები ჯერ თბილისში ჩამოფრინდებიან, შემდეგ კი პარიზის, ნიცასა და რომის მიმართულებით ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გაფრინდებიან.

ავიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ  მსგავსი ამბები,  როგორც წესი, სახელმწიფოების დონეზე თანხმდება, მითუმეტეს, როცა მეორე მხარეს რუსეთი დგას.   კრემლი ახლა  მხოლოდ დეტალებს  აგვარებს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა თბილისის გავლით ევროპაში ფრენის დროს დისკომფორტი არ იგრძნონ. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები