ბათუმში ავტომობილი სქროლით მიმავალ ქალსა და ბავშვს დაეჯახა

14.07.23 19:44
ბათუმში ავტომობილი სქროლით მიმავალ ქალსა და ბავშვს დაეჯახა

ავტოავარია ბათუმში - ავტომანქანა ქალსა და ბავშვს დაეჯახა, რომლებიც სქროლით ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ. ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ ფოტომასალას "ბათუმელები" ავრცელებენ.

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი სიახლეები