როგორ გააყალბა „ოცნებამ“ ვეტო - „ტვ პირველმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მტკიცებულებები გადაუგზავნა
„ტვ პირველმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვეტოს გაყალბების მტიცებულებები უკვე გადაუგზავნა. ახლა სალომე ზურაბიშვილი თავის გუნდთან ერთად სწავლობს ფოტო და ვიდეომასალებს, რომლებიც ქრონოლოგიურად ასახავს, რა ხდებოდა 3 ივლისს პარლამენტის დარბაზში: ვინ იჯდა, ვინ არა და ვინ აძლევდა სხვების ნაცვლად ხმას ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას.
პრეზიდენტმა მტკიცებულებების გადაგზავნის თხოვნით ტელევიზებს თავად მიმართა. ვეტოს გაყალებების საკითხით პრეზიდენტი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ოპოზიციამ „ოცნება“ მანიპულაციებში ამხილა. „ტვ პირველის“ ეთერში კი დეპუტატმა კახიშვილმა თავად აღიარა, რომ ვეტოს დაძლევას მხარი მის ნაცვლად, მისივე პულტით „ოცნების“ სხვა წევრმა დაუჭირა.
ვრცლა ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.