ლანძღვიდან მუქარამდე - სანქციების შესაძლო მოახლოებამ „ოცნება“ წყობიდან გამოიყვანა
ლანძღვიდან მუქარამდე - სანქციების შესაძლო მოახლოებამ „ქართული ოცნება“ წყობიდან გამოიყვანა. პარტიის თავმჯდომარე ახლა უკვე პირდაპირ მუქარაზე გადავიდა. კობახიძემ პარტნიორებს პრაქტიკულად უთხრა, რომ არც კი გაბედონ, ახალი სანქციების დაწესება, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მკაცრი იქნება.
კობახიძის გაბრაზება დაანონსებულ ცხელ ზაფხულს უკავშირდება. ამერიკის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელმა უკვე თქვა,რომ ახალ ე. წ შავ სიაში ქართული სახელები და გვარებიც მოხვდება. შტატები იმ ქვეყნებზე მუშაობს,რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს საქართველოს შესახებაც. ბოლო წვეთი კი კობახიძისთვის ამერიკის ელჩის განცხადება აღმოჩნდა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.