ოპოზიციის შესაძლო გაერთიანება - „ოცნებამ“ ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ აგენტებად გამოაცხადა
კახი კალაძის მიერ დაანონსებული ძალაუფლების უზურპაციის პერიოდი „ქართული ოცნების“ ლიდერებში მხოლოდ აღფთოვანებას იწვევს. ხელისუფლებით ტკბობა კიდევ ორი ვადით სურთ და ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. ამ გზავნილების სტრატეგია ოპოზიციამ გაშიფრა: „ოცნება“ საკუთარ მხარამჭერებს ამხნევებს, რომ მათ კეთილდღეობას დიდი ხანი არაფერი დაემუქრება.
პარალელურად კი, მთავარი ამოცანაა ოპოზიციის დისკრედიტაცია.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ დღეს უცხოეთის გავლენის აგენტებად გამოაცხადეს. ცდილობენ, რაც შეიძლება დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიონ პოლიტიკური ოპონენტები და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ოპოზიციას გადაჯგუფებები ვერ უშველის, რადგან ახლა იქ საკადრო შიმშილია.
დასავლეთის ჯაშუშებად შერაცხული პოლიტიკოსები კი „ოცნებას“ ურჩევენ, რუსეთის აგენტები საკუთარ პარტიაში მოიძიონ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.