არაეთიკური და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელი - ბრეგაძე პოლონელ ექიმზე
იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ პოლონელი ექიმის მხრიდან, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს კვლევისთვის ნიმუშები აუღო, ადგილი გაუგებარ ინციდენტს ჰქონდა, ამის შესახებ რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მინისტრი უცხოელ მედიკოსს არაეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელში ადანაშაულებს. მისი თქმით, ექიმი სააკაშვილის ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა, რაც კითხვებს აჩენს.
ვიზიტის განმავლობაში ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგული ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქარალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით, აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუში გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ვერავითარ ლოგიკურ ახსნას, - განაცხადა მინისტრმა.