რას უპასუხებს ზურაბიშვილი უკრიანელი დეპუტატების მოთხოვნას? - პრეზიდენტი ამ დრომდე დუმს

15.07.23 11:34
რას უპასუხებს ზურაბიშვილი უკრიანელი დეპუტატების მოთხოვნას? - პრეზიდენტი ამ დრომდე დუმს

რას უპასუხებს სალომე ზურაბიშვილი უკრიანელი დეპუტატების მოთხოვნას? საქართველოს პრეზიდენტი ამ დრომდე დუმს. მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მომზადებული მიმართვა წესით ძალიან მალე ათონელის რეზიდენციაში უნდა მიიტანონ. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა ძალიან დიდი სიფრთხილეა გამოსაჩენი, რადგან ჩვენ, შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო შეიძლება, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი დავკარგოთ უკრაინის სახით.

ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, რომ ყველა პატიმარს აქვს უფლება ღირსეულად მოპყრობის და ყველა ადამიანს აქვს უფლება სამედიცინო მკურნალობის. საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები ამ რთულ ვითარებაში არის ძალიან საფრთხილო, იმიტომ, რომ იმ ზღვარზე ვართ მისული, როდესაც ჩვენ შეიძლება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორები დავკარგოთ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო. ეს იქნება კატასტროფა, რომელსაც ათწლეულები ვერ გამოასწორებს, იქნება ეს სააკაშვილი, თუ სხვა თემა". - ამბობს "ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი.

რადას დეპუტატების სრული უმრავლესობა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მესამეს შეწყალებას სთხოვენ. 257 უკრიანელ დეპუატს შორის ისეთებიც არიან, ვინც სააკაშილის არასდროს ეთანხმებოდა, თუმცა დღეს თვლიან, რომ საკუთარი მოქალაქის დაცვა, ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. მთელი ევროპა მოქმედებაზეა გადასული. 

 

მსგავსი სიახლეები