მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო
მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო. გარდაცვლილი 10 წლის ბიჭია. შემთხვევა გუშინ, 14 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მდინარეში საბანაოდ იყო ჩასული.