სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ პრეზიდენტის ქცევა - პაპუაშვილი სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე
შეიყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს? - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ მხრივ რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ პრეზიდენტის ქცევა.
პაპუაშვილის თქმით, როდესაც არ არსებობს კითხვის ნიშნები სააკაშვილის დანაშაულებებთან დაკავშირებით, მოლოდინია, რომ პრეზიდენტის მიდგომაც სამართლიანი იქნება.
„სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ პრეზიდენტის ქცევა ამ მხრივ. მთავარია არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლისთვისაც მისჯილი აქვს სასჯელი, რომ მის მიმართ არის სათანადო და უმაღლესი სტანდარტის მოპყრობა, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. როდესაც არ არსებობს კითხვის ნიშნები, აქ მოლოდინი არის ის, რომ მიდგომაც უნდა იყოს სამართლიანი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
რადას დეპუტატების სრული უმრავლესობა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მესამეს შეწყალებას სთხოვენ. 257 უკრიანელ დეპუატს შორის ისეთებიც არიან, ვინც სააკაშილის არასდროს ეთანხმებოდა, თუმცა დღეს თვლიან, რომ საკუთარი მოქალაქის დაცვა, ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. მთელი ევროპა მოქმედებაზეა გადასული.