სამარცხვინოა, იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან - პაპუაშვილი პოლონელ მედიკოსზე

15.07.23 13:43
სამარცხვინოა, იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან - პაპუაშვილი პოლონელ მედიკოსზე

სამარცხვინო ინციდენტია, იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შესულ ერთ-ერთ პოლონელ ექიმთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს.

პაპუაშვილის თქმით, ეს გახლავთ პოლონეთის მთავრობასთან არსებული სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომლებმაც, მისი განცხადებით, ბოროტად გამოიყენეს საქართველოს მთავრობის ნდობა.

„ძალიან სამარცხვინო ინციდენტია. საერთოდ გაუგებარია, რა ქცევა იყო ეს. ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია იმ მდგომარეობას, რომ თუკი საჭირო იყო, რომ კიდევ ვინმე დარწმუნებულიყო, რომ სააკაშვილი სათანადო სამედიცინო სერვისებს იღებს, მიეცა ასეთი შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ეს ნდობა ბოროტად გამოიყენეს. ეს არ არის ჩვეულებრივი ჯგუფი, ეს გახლავთ პოლონეთის მთავრობასთან არსებული სპეციალური სამედიცინო ჯგუფი. როდესაც ან ნდობის და კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება ხდება, ეს სამწუხაროა. გუშინ იუსტიციის მინისტრმაც მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს და მე იმედი მაქვს, რომ მალე მოხდება გასაუბრება პოლონეთის ელჩთან, რათა მისი პოზიციაც დაფიქსირდეს ამასთან დაკავშირებით“, - აცხადებს პაპუაშვილი.

პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პოლონელი ექიმი სააკაშვილის პალატიდან ნიმუშის გატანას ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდლობდა.

მსგავსი სიახლეები