ელჩის ფუნქცია არაა, მითითებებს აძლევდეს შსს-ს ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ არა - პაპუაშვილი დეგნანის წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი კელი დეგნანინ წინააღმდეგ - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დიპლომატიური მისიის ფუნქციას არ წარმოადგენს, მითითებებს აძლევდეს შსს-ს ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ არა
მისი თქმით,მითითებები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მეორდება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის ელჩის ფუნქცია, რომ მითითებებს აძლევდეს შს სამინისტროს სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ - არა. ამისთვის არსებობს ჩვენი შესაბამისი უწყებები, რომლებიც ასეთ საკითხებზე სათანადოდ რეაგირებენ.
სამწუხაროდ, მითითებები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მეორდება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ეს არ წარმოადგენს დიპლომატიური მისიის ფუნქციას, რომ ქართულ მართლმსაჯულებას მიუთითოს, ვინ დაიჭიროს, ვინ არ დაიჭიროს, ვის რამდენი მიუსაჯოს და ასე შემდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პრაიდფესტის ჩაშლაში მონაწილე ვიდეოზე ასახული ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს და პასუხისგებაში მიეცეს.