გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენონ, მოკვლევას საჭიროებს - კობახიძე პოლონეთის ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს
მანიპულაციის მცდელობაა, სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს - ირაკლი კობახიძე პოლონეთის ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვს, რადგან მისი თქმით, სწორედ მათი ინიციატივა იყო, ექიმების ჩამოსვლა საქართველოში.
კობახიძე ამბობს, რომ პოლონელმა ექიმმა გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენოს ის ნიმუშები, რომელიც ფარულად წამოიღო.
„ექსპერტული გადმოსახედიდან, მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ის ნიმუშები, რომელიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები. მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო, ამ ექიმების ჩამოსვლა საქართველოში. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა? რა მოხდა? ეს აშკარად, სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. ვხედავთ, იყო მანიპულაციის მცდელობა. სხვა მიზნით ეს ნიმუშები როგორ უნდა გამოიყენო, უბრალოდ არ ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ.
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პოლონელი ექიმი სააკაშვილის პალატიდან ნიმუშის გატანას ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდლობდა.