არახამია და გვარამია ერთი ძალაა, მათ შეხვედრას ვერანაირი ფასი ვერ ექნება - კობახიძე
არახამია და გვარამია ერთი ძალაა, მათ შეხვედრას ვერანაირი ფასი ვერ ექნება - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დავით არახამიასა და ნიკა გვარამიას შესაძლო თანამშრომლობაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.
რეალურად, არახამია და გვარამია არის ერთი ძალა. აქედან გამომდინარე, მათ შეხვედრას არანაირი ძალა არ აქვს. ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან და შეხვდნენ ერთმანეთს. ვერანაირი ფასი ვერ ექნება, ბუნებრივია, მათ შეხვედრას.
[...]არავითარი ფასი არ აქვს არც ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, არც საზოგადოებისთვის, ისედაც ვიცოდით, რომ ისინი არიან ერთად. სააკაშვილი, არახამია, გვარამიაც ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია. შესაბამისად, სიახლესაც ვერ დავარქმევთ იმ ფოტოს, რომელიც გამოქვეყნდა, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია, შესაბამისად მათი საერთო ფოტო აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენაა". - განაცხადა კობახიძემ.