გამოვიდეს ბრეგაძე და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანის რაღაც ჩადებული წინდაში, სამარცხვინოა - ბარამიძე

15.07.23 14:23
გამოვიდეს ბრეგაძე და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანის რაღაც ჩადებული წინდაში, სამარცხვინოა - ბარამიძე

გამოვიდეს იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანის რაღაც ჩადებული წინდაში, სამარცხვინოა - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, ქაღალდში გადაახვია და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით“.

ბარამიძის თქმით, ოფიციალურად დადგენილი არაა, თუ რა ფურცელი გამოიტანა ექიმმა და იყო თუ არა ნამდვილად სააკაშვილისგან აღებული ნიმუში.

„გაუგებარია ის ისტერიკა, რაც ატეხა ამ სამარცხვინო ადამიანმა, იუსტიციის მინისტრმა. ადამიანს რაღაც ფურცელი ედო წინდაში. ეს რა კანონდარღვევაა, როდესაც მათ უპრობლემოდ შეეძლოთ გაეტანათ ნებისმიერი რამ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული? გამოვიდეს იუსტიციის მინისტრი და დაიწყოს კადრების ჩვენება, როგორ აქვს ადამიანის რაღაც ჩადებული წინდაში, სამარცხვინოა. პროვოკაციაზე საუბრობს. რა არის აქ პროვოკაციული - რა კანონი დაარღვია ამ ადამიანმა და რა პროვოკაცია ჩაიდინა, ვისი პროვოცირების გამო გააკეთა? თვითონ ამბობენ, რაღაცის ნიმუშიაო - იქნებ არ არის? ვინმემ რამე ექსპერტიზა ჩაატარა, ვინმემ გამოიკვლია, რა ქაღალდი ედო და რისთვის? იქნებ, მისი პირადი ნივთია, იქნებ სხვა საკითხია, ვინმემ ეს გამოიძია? რომ გამოვარდები იუსტიციის მინისტრი და წინასწარ დასკვნებს აკეთებ, საზოგადოებას ელაპარაკები სისულელეს... ამ ადამიანს კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად, რატომ დასჭირდა, თავად მას ჰკითხონ და უპასუხებს“,- განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები