იმედია, ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას - კობახიძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

15.07.23 14:32
იმედია, ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას - კობახიძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას - ასე გამოეხმაურა  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რადას რეზოლუციას , რომლითაც უკრაინა სალომე ზურაბიშვლს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებით სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლის წინააღმდეგ წავიდა.

"მე იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე არ გაინადგურებს საკუთარ რეპუტაციას, ისედაც იცით, რომ საზოგადოებაში არის ისეთი დამოკიდებულება, არ მინდა რაღაც კონკრეტული სიტყვა გამოვიყენო, არც ისე სახარბიელო დამოკიდებულება სალომე  ზურაბიშვილის მიმართ. რეალურად, გვარამიას შეწყალებით სალომე ზურაბიშვილი წავიდა იმ ამომრჩევლის წინააღმდეგ, რომელმაც მას თავის დროზე 2018 წელს მხარი დაუჭირა. იმედია, კიდევ უფრო არ გააღრმავებს სალომე ზურაბიშვილი იმ ნაპრალს, რომელიც მასსა და სალომე ზურაბიშვილის შორისაა.

ვერაფერს გეტყვით, იმედი მაქვს, რომ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს", - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები