სამარცხვინოა, დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც აიღეს, საკითხი არის პოლიტიზირებული - ღარიბაშვილი პოლონელ ექიმზე
პოლონელმა დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც აიღეს, საკითხი არის პოლიტიზირებული - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს რომ გაირკვევა, რა იდგა ნიმუშების დამალვის უკან.
ვინაიდან საკითხია პოლიტიზირებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მიმდინარეობს ქვეყნის გარეთ. შარშან ნოემბერში იუსტიციის მინსიტრამ გააკეთა შეთავაზება, რომ სააკაშვილის ოჯახმა შეიძლება ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი ქვეყნიდან. ძალიან ბევრი სპეკულაციები გაიამრთა ამ საკითხზე. ბოლოს, როგორც იქნა, პოლონეთის საელჩო ჩაება ამ საკითხში და ჩამოიყვანეს ექიმები. ჩვენ ვიყავით ერთგულნი ჩვენი შეთავაზების.
სამარცხვინო და შემაშფოთებელია რაც მოხდა, თავად მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, იხილეთ კადრები, როგორ დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს. ეს მიუთითებს, რომ ეს საკითხი არის პოლიტიზირებული, ალბათ რაღაც სხვა განზრახვები შეიძლება მათ ჰქონოდათ, ალბათ გაირკვევა, რა იდგა ამ ნიმუშების დამალვის უკან. არავის არ მივცეთ უფლებას, ამ საკითხით დააბნიონს მსოფლიოში ხალხი და თანამეგობრობა.
ჩვენ ჩავატარეთ კვლევები, მათ შორის გერმანიაში და დადასტურდა, რომ არავითარი მოწამლის ფაქტი არ მომხდარა. ეს არის მორიგი მცდელობა სპექტაკლის დადგმოის, თუნდაც ის წერილები, რაც ევროპარლამენტარებისგან მივიღეთ" - ამბობს ღარიბაშვილი.
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პოლონელი ექიმი სააკაშვილის პალატიდან ნიმუშის გატანას ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდლობდა.