სპექტაკლის დადგმის მორიგი მცდელობაა - ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

15.07.23 14:58
სპექტაკლის დადგმის მორიგი მცდელობაა - ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. პრემიერ-მინისტრი ევროპელ პოლიტიკოსებს სპექტაკლის დადგმასა და ცრუ ბრალდებების ტირაჟირებაში ადანაშუალებს. 

ვფიქრობ, მორიგი მცდელობაა ახალი სპექტაკლის დადგმის, იგივე ეს წერილები რაც მივიღეთ თუნდაც ევროპარლამენტარებისგან. მე მინდა ასევე გავიმეორე, ნაცვლად იმისა, მათ ჩვენ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, რომ თითქოს სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა კვდება და ა.შ." - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები