თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, ნატოს წევრობა რაღა საჭიროა - ღარიბაშვილი

15.07.23 15:09
თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, ნატოს წევრობა რაღა საჭიროა - ღარიბაშვილი

კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, ნატოს წევრობა რაღა საჭიროა - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ მინისტრისთვის გაუგებარია, რა სასწაული მოხდა ასეთი ნატოს სამიტზე და რატომ ამბობენ, რომ საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა.

თავიდან სურათი წარმოაჩინეს, სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე და უკრაინამ დეოკუპაცია მოახდინა, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. და რა მოხდა რეალურად? გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ მაპი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმენთ. ითქვა, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს და კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, ნატოს წევრობა რაღა საჭიროა. ნატო არის უსაფრთხოების გარანტი". - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები