რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით? - ღარიბაშვილი პრეზიდენტს მიმართავს
ქვეყნის პრემიერს საქართველოს პრეზიდენტისგან აინტერესებს, ნიკა გვარამიას შეწყალებით, რაიმე შეეტყო თუ არა ქვეყანას პოლარიზაციის შესუსტების მხრივ.
მოტივაცია, რის გამოც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, იყო ის, რომ უნდა შემცირებულიყო ქვეყანაში პოლარიზაცია. მინდა ვკითხო მას, რაიმე შეეტყო პოლარიზაციას გვარამიას გამოშვებით?" - მიმართავს პრემიერი პრეზიდენტს.