გვარამიას შემდეგ, მყისვე სააკაშვილის გათავისუფლების გმირობის რესურსს ზურაბიშვილში ვერ ვხედავ - მანჯგალაძე

15.07.23 16:14
გვარამიას შემდეგ, მყისვე სააკაშვილის გათავისუფლების გმირობის რესურსს ზურაბიშვილში ვერ ვხედავ - მანჯგალაძე

ნიკა გვარამიას შემდეგ, მყისვე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გმირობის რესურსს ზურაბიშვილში ვერ ვხედავ - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნა არის სამართლიანი, რადგან მათ იხილეს, რომ სააკაშვილი საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს დაამსგავსა რეჟიმმა.

მესმის აბსოლუტურად უკრაინის რადას მოტივაცია, უკრაინელების, ზელენსკის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და როცა ნახეს, რომ საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს დაამსგავსა რეჟიმმა სააკაშვილი, ბუნებრივია, მოთხოვნა არის სამართლიანი. ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ მყისვე მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს, ამის გმირობის რესურსს ვერ ვხედავ სალომე ზურაბიშვილში, მაგრამ ეს არ ნშნავს იმას, რომ რრაც ეტაპზე პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს". - ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

რადას დეპუტატების სრული უმრავლესობა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მესამეს შეწყალებას სთხოვენ. 257 უკრიანელ დეპუატს შორის ისეთებიც არიან, ვინც სააკაშილის არასდროს ეთანხმებოდა, თუმცა დღეს თვლიან, რომ საკუთარი მოქალაქის დაცვა, ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. მთელი ევროპა მოქმედებაზეა გადასული.   

მსგავსი სიახლეები