აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება და ბოდიშის მოხდაც - ბარამიძე კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდზე

15.07.23 17:02
აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება და ბოდიშის მოხდაც - ბარამიძე კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდზე

კობახიძე-ღარიბაშვილის ახალი ანტიდასავლური განცხადებების  მოსმენის შემდეგ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბრძოლა რუსული მეთოდებით დაიწყო. 

ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძის განცხადებით, მმართველ გუნდს აქეთ მოუწევს პასუხისგება და ბოდიშის მოხდაც, რომელსაც დღეს ისინი ევროპარლამენტარებისგან და უკრაინის ხელისუფლებისგან ითხოვდა.

საქართველოს მოღალატეებს, პუტინის გეგმის შემსრულებლებს მუდმივად აქვთ იმის ლტოლვა, რომ რამენაირად ყველა ჩვენს მეგობარს დაესხან თავს და ისეთი უტიფრობაც კი ჰყოფნით, რომ ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ბოდიშის მოხდას სთხოვენ. ეს აბსოლუტურად უტიფარი ადამიანები, რომელბიც ჩვენი ქვეყნის სირცხვილი არიან, აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებების გამო, ქვეყნის ძარცვის გამო და ხალხის გაუბედურების გამო, მათ შორის სხვა დანაშაულებების გამო, რაც მათ ჩაიდინეს კრიმინალებთან და ქურდულ სამყაროსთან ერთად, ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება და ბოდიშის მოხდაც". - ამბობს გიორგი ბარამიძე. 

გაკოტრებული, განულებული, დეგრადირებული, ფრაგმენტირებული და დაშლილი - ქართულმა ოცნებამ ლანძღვის დღე მოაწყოო. შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ბოდიშები მოითხოვეს სტრატეგიული პარტიორებისგან. შერცხვენილები უწოდეს უკრაინელ მაღალჩინოსნებს.

მსგავსი სიახლეები