ოლიგარქის კაპრიზებით დაკავებულები - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება

15.07.23 21:05
ოლიგარქის კაპრიზებით დაკავებულები - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიება

დაჭერები ბიძინა ივანიშვილის სახელით - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მებაღე, მშენებელი და გაზის მილსადენების გამყვანიც კი დააჭერინა.

ჭიათურის რაიონის, სოფელი ქვაციხეში "შაბათის ეთერს" უყვებიან, რომ საკუთარ მებაღეზე გაბრაზებულმა ოლიგარქმა, რომელიც მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" შინაგან საქმეთა მინისტრთან პირდაპირ კავშირზე იყო, საკუთარი მებაღე, ვალოდია ბრეგვაძე პატიმრობისთვის 1 პალმის გამო გაიმეტა.

ირკვევა, რომ საბედისწერო ვალოდია ბრეგვაძისთვის, თურქეთში მივლინებით ნერგების ჩამოსატანად წასვლა გახდა. ოლიგარქმა ის ნერგების ასარჩევად მეზობელ ქვეყანაში გააგზავნა და თან ძმისშვილი ემზარ ივანიშვილი გააყოლა. წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ვალოდია ბრეგვაძემ ნერგები იმაზე უფრო იაფად შეიძინა, ვიდრე დაგეგმილი იყო, თანხა კი რომელიც მორჩა, თბილისში წამოიღო მეპატრონისთვის დასაბრუნებლად, თუმცა ინფორმატორი ივანიშვილის გარემოცვიდან ყვება, რომ მორჩენილი ფულის გადაცემა მებაღეს ემზარ ივანიშვილმა მოსთხოვა. 

საბოლოოდ, ვალოდია ბრეგვაძე ციხეში 2 წლით გამოკეტეს, ცნობილ მებაღეს ბრალი არც ერთხელ არ უღიარებია.  კაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააჭერინა, ოლიგარქთან 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მან გააშენა გასართობი პარკის ,,ციცინათელას’’ გამწვანება, სამების ტაძრის ეზოს ვარდებიც ვალოდია ბრეგვაძის სახელს უკავშირდება. ბრეგვაძემ მოუწყო უზარმაზარი ბაღები მილიარდერს, შეკვეთილსა და ჭორვილაშიც. საკუთარი საქმე ივანიშვილის პატიმარს, არც ციხის გისოსებში მიუტოვებია.

"შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ვალოდია ბრეგვაძე არ არის ერთადერთი, ვინც ბიძინა ივანიშვილმა  დააჭერინა, ვიღაცის მოყოლილი ამბის ან ეჭვების გამო.

მებაღე, მშენებელი, მეგზევე - რიგითებზე გაბრაზებული ოლიგარქი ყველას დაჭერას ითხოვდა.

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, საჩხერის საავადმყოფოს მშენებლობისას, ციხეში ივანიშვილმა მშენებლობის მეთვალყურე პაატა სადუნიშვილი ჩასვა. 

წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ერთ დღეს, ივანიშვილს ეჭვი შეეპარა, რომ ქვიშა და ცემენტი  იმაზე მეტი იხარჯებოდა, ვიდრე საჭირო იყო, ამიტომ ჩრდილში მყოფმა ოლიგარქმა მაშინდელ ხელისუფლებას ამჯერად პაატა სადუნიშვილის დაკავება მოსთხოვა. საბოლოოდ კაცმა ციხეში 2 წელიწადი და 2 თვე გაატარა. 

"შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, გაზის კომპანიაში იყო დასაქმებული იუზა ჩხეიძეც. საწყობის თანამშრომელი დანარჩენების მსგავსად დააპატიმრეს. მასაც იმ მასალების დანაკლისს ედავებოდნენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფულით იყო ნაყიდი. 

იუზა ჩხეიძის სახლში ინფორმაციის გადასამოწმებლად მისულ "შაბათის ეთერის" გუნდს წყევლით და იმის მტკიცებით დახვდნენ, რომ "ბიძინა კარგი კაცია". 

ამის მიუხედავად, უკვე გარდაცვლილი იუზა ჩხეიძის შვილი "შაბათის ეთერს" პატიმრობასაც უდასტურებს და იმასაც, რომ მამა, ივანიშვილის დაფინანსებულ კომპანიაში მუშაობდა. ამ დადასტურების შემდეგ, ივანიშვილის საჩივრით იუზა ჩხაიძის დაკავების შესახებ ინფორმაციის ეთერიდან ამოღებას მისი ქალიშვილი შუამავლების საშუალებით ითხოვდა, შემდეგ იყო მუქარა, რომ თუ ამ ინფორმაციას გართვევინებდით, ბატონი იუზას ოჯახი მოყვებოდა, რომ საჩხერეში ივანიშვილის დაფინანსებით გაზის მილების გაყვანაზე დასაქმებული მამაკაცი სააკაშვილმა დააჭერინა. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ეკატერინე ხვედელიძის და, ირმა ხვედელიძის მეუღლე გია ბერაძეც ციხეში ბიძინა ივანიშვილის საჩივრის გამო იჯდა. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ მიზეზი წყნეთის ვილა იყო, რომლის ასაშენებლადაც ივანიშვილმა ცოლისდას და ქვისლს, გარკვეული თანხა გამოუყო, შემდეგ კი ამ თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში დასდო ბრალი.

მსგავსი სიახლეები