როგორ აქციეს თბილისი სიკვდილის ქალაქად? - ვის დაუდევრობას ემსხვერპლა 16 წლის კალათბურთელი?
როგორ აქციეს თბილისი სიკვდილის ქალაქად - ვის დაუდევრობას ემსხვერპლა 16 წლის კალათბურთელი? "შაბათის ეთერმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ დათუნა ჟღენტამდე სასწაულით სიკვდილს ბევრი ბავშვი გადაურჩა. დენი რკინის კონსტრუქციაზე იანვარშიც გადავიდა, მაშინ პარკის ფანჩატურში მოზარდების ჯგუფი (დაახლოებით 7 მოზარდი) იყო.
ტრაგედიის ადგილზე მისულ "ტვ პირველს" ერთ-ერთი გოგონა უყვება, რომ ის არ არის ერთადერთი, ვისაც დენმა ამ სკვერში მდებარე ფანჩატურში დაარტყა. გამოდის, რომ წყნეთის აგარაკებზე, ამ ზონაში თვეების განმავლობაში მოზარდების სიცოცხლე რისკის ქვეშ იყო და ყურადღება არავინ მიაქცია.
არის კიდევ ერთი საერთო დეტალი - "შაბათის ეთერი" წყნეთში ხუთშაბათს, 13 ივლისს (ტრაგედიიდან მესამე დღეს) იმყოფებოდა და ექსკლუზიურად გადაიღო კადრები, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ასახავს.
გამომძიებლებმა ტრაგედიდან რამდენიმე დღეში ადგილზე მისვლა და საგამოძიებო მოემდებების ჩატარება, დამატებითი მტკიცებულებების მოძიებით ახსნეს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილიდან ყველაზე მთავარი მტკიცებულება - სადენი წაიღეს. საუბარია სადენზე, რითიც დაკავშირებული იყო გარე განათბის ბიძი ფანჩატურთან.
თბილისის მერმა ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე ყველაფერი, ხალხს დააბრალა, თქვა რომ დენი თვითნებურად იყო გადაყვანილი. ეს გარემოება თბილისის მერიას პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.
აქ მცხოვრები მოზარდების ინტერვიუებიდან დგინდება, რომ ფანჩატურში ნათურა გარე განათებასთან ერთად ირთვებოდა და ითიშებოდა - გარე განათების ქსელი მერიას ეკუთვნის, ანუ თუ ვინმე დენს იტაცებდა მისი მოვალეობა იყო, უკანონო დაერთების აღმოჩენაც და ჩაჭრაც, ელექტროენერგია ფანჩატურში მინიმუმ 1 წლის წინ გაიყვანს, თუმცა მუნიციპალური ინსპექციამ, რომლის მოვალეობას დარღვევის აღმოჩენა და თბილისის სერვის ჯგუფი, რომელიც გარეგანათებას აკონტროლებს, ეს ვერ აღმოაჩინეს.
თუ კაბელი გარე განათების ბოძიდან წყნეთის ფანჩატურში ადგილობრივებმა არალეგალურად გადაიყვანეს, ის შეუმჩნეველი არ უნდა ყოფილიყო "თბილ სერვის ჯგუფისთვის" სწორედ ამ მას აბარა გარე განათების ქსელი. კომპანიამ "შაბათის ეთერის" ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ორშაბათს ღამით დატრიალებული ტრაგედიიდან 5 დღის თავზე კი გამოძიებამ ჯერ ვერაფერი დაადგინა , პასუხგაუცემელია კითხვა, ვის დაუდევრობას ემსხვერპლა 16 წლის დათუნა.