სპექტაკლი ერთი მაყურებლისთვის - როგორ დაატარებდნენ ლოკაციებზე ცაგერელ საჯარო მოხელეებს ღარიბაშვილისთვის მადლობების გადასახდელად
კულტურის სახლის უფროსი, ბიბლიოთეკის გამგეები, ბაღის აღმზრდელები - პრემიერს დღეს "მშვიდობისთვის" მადლობას საჯარო მოხელეები უხდიდნენ.
იდენთიფიცირებულია ყველა საჯარო მოხელე, რომლებიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილს სამ ლოკაციაზე დახვდა და მადლობების კორიანტელი დააყენე.
მაშ ასე - ქალი, რომელიც პრემიერს "ცაგერის ქალების" სახელით "მშვიდობისთვის" მადლობას უხდიდა ცაგერის კულტურის სახლის თანამშრომელი გულნაზი გოლეთიანია. მის გვერდით ჩანან, ბიბლიოთეკის უფროსი ბელა საღინაძე. საკრებულოს წევრი, მარიკა კოპალიანი, საჯარო მოხელე - მარინა სვანაძე.
იგივე ადამიანები "მოულოდნელად" ცაგერის ბაზარშიც გაჩნდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ნაბიჯები ქუჩაში დალოცა - ბაღის აღმზრდელმა, მეგი მურცხველაძემაც. ამ უკანასკნელს დადგმულ პოლიტიკურ სპექტაკლში ერთი ეპიზოდური როლი არ ჰქონია, ბაღის აღმზრდელი პრემიერს სხვა ლოკაციაზეც ლოცავდა.
სკვერში იყვნენ გულნაზი და ბელაც.