უკვე ცხადია, რომ "ოცნების" სუფლიორის ტექსტი მოსკოვში იწერება - გედევან ფოფხაძე

16.07.23 11:38
უკვე ცხადია, რომ "ოცნების" სუფლიორის ტექსტი მოსკოვში იწერება - გედევან ფოფხაძე

 "ოცნების" რეპუტაციული ომი პრეზიდენტის წინააღმდეგ - ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება პანიკაშია. პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ზურაბიშვილზე "ოცნების" თავდასხმები პოლიიტკური რეჟიმის შენარჩუნების სურვილს უკავშირდება. მისი თქმით, უკვე ცხადია, რომ მთავრობა კრემლის დაკვეთით მოქმედებს და სუფლიორის ტექსტიც სწორედ ოკუაპნტ ქვეყანაში იწერება. 

თავდასხმები პრეზიდენტზე არის დაკავშირებული სწორედ იმასთან, რომ მათ სჭირდებათ შეინარჩუნონ პოლიტიკური რეჟიმი. ისეთი რეჟიმი, სადაც პრეზიდენტს არ ექნება შესაძლებლობა, ჩაერიოს მართლმსაჯულებაში მაშინ, როცა მართლმსაჯულება არის პოლიტიკური. პრეზიდენტი პროევროპულ ინსტიტუციონალურ მიზიდულობას ქმნის და ეს არის ხელისუფლებისთის დიდი პრობლემა. იმდენად იგრძნობა, რომ ის სუფლიორით საუბრობს და იმდენად იგრძნობა, რომ სუფლიორის ტექსტი იწერება მოსკოვში, რომ არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს აღარ აქვთ. უკვე გასაგებია, რომ მთავრობა ლაპარაკობს პუტინის მეტყველებით, - ამბობს გედევან ფოფხაძე. 

ხელისუფლებამ პრეზიდენტ რეპუტაციული ომი გამოუცხადა. "ოცნება" სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებს, ნიკა გვარამიას მაგალითი არ გაიმეოროს და არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომლის გათავისუფლების მოთხოვნიტაც მას უკრაინის რადამ მიმართა. 

 

მსგავსი სიახლეები