"ოცნების" მიერ პრეზიდენტზე ზემოქმედების მცდელობა კომიკურია - ანი მიროტაძე
"ქართული ოცნების" მცდელობებს ზემოქმედება მოახდინოს პრეზიდენტზე, რათა მან მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს, პოლიტიკოსი ანი მიროტაძე კომიკურს უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლება ახლა რთულ მდგომარეობაშია, რადგან საკუთარ დასასრულს გრძნობს. მიროტაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ ზურაბიშვილი მას არ დაემორჩილება, ხელისუფლება მის გასაშავებლად ტროლ-ბოტებს აამუშავებს.
„ქართული ოცნება“ ახლა არის ყველაზე რთულ მდგომარეობაში. ერთი, მათ გააზრებული აქვთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთი აცუილებლად წააგებს, მათი მამა რუსეთი თუ მფარველი რუსეთი თუ ა.შ. და მეორე, მათი ხელისუფლებაში ყოფნის ვადა იწურება. ზედმეტი მოწოწდებები სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რა უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, არის ძალიან კომიკური. აქვთ გარკვეული მცდელობა, რომ ზემოქმედება მოახდინონ პრეზიდენტზე და თუ რეპზიდენტი მათთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ისინი აამუშავებენ თავის ტროლ-ბოტების ქარხნებს,ბულინგის სხვა და სხვა მექანიზმებს და ა.შ. ეს მათთვის ჩვეული ხერხია. ახლა საერთოდ მოშლილი მექანიზმია „ქართული ოცნება, როგორც სახელისუფლებო ორგანიზაცია, - ამბობს ანი მიროტაძე.
ხელისუფლებამ პრეზიდენტს რეპუტაციული ომი გამოუცხადა. "ოცნება" სალომე ზურაბიშვილს აფრთხილებს, ნიკა გვარამიას მაგალითი არ გაიმეოროს და არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომლის გათავისუფლების მოთხოვნითაც მას უკრაინის რადამ მიმართა.