თუ ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ ჭურვებს გამოიყენებენ, საპასუხო ზომებს მივიღებთ - პუტინი

16.07.23 14:38
თუ ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ ჭურვებს გამოიყენებენ, საპასუხო ზომებს მივიღებთ - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ისევ იმუქრება. ვოლოდიმირ პუტინი აცხადებს, რომ თუ უკრაინა რუსეთის წინააღმეგ კასეტურ ჭურვებს გამოიყენებს, საპასუხო ზომებს მიიღებენ. 

რა თქმა უნდა, თუ ისინი მას ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მივიღოთ საპასუხო ზომები,- თქვა პუტინმა რუსულ სამთავრობო ტელევიზიასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ უკრაინას კასეტური იარაღი გადასცა. მისი გამოყენება 100-ზე მეტ ქვეყანაში აკრძალულია, თუმცა რუსეთი, აშშ და უკრაინა ამ ქვეყნების სიაში არ არიან. 

მსგავსი სიახლეები