"კუდს ნუ გამოაბამთ" - პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელიც ცაგერში პრემიერს მადლობებს უხდიდა
პირველი ინტერვიუ ქალთან, ვინც ირაკლი ღარიბაშვილს ცაგერში ერთდროულად რამდენიმე მისამართზე დახვდა და მადლობებს უხდიდა - მეგი მურცხვანიძე ირწმუნება, რომ პრემიერ- მინისტრთან შესახვედრად საკუთარი სურვილით წავიდა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დავალება არ მიუღია.
ქალი ადასტურებს, რომ ცაგერში ერთ-ერთ აიპიში მუშაობს.
აიპში ვმუშაობ ბოლოს და ბოლოს, 400 ლარზე. მეტი შემოსავალი არ მაქვს, აი, რა გინდათ, ვერ გავიგე. არც გაუფრთხილებივარ მე ვინმეს... ვერტმფრენმა გადამიფრინა მე თავზე, სახლში და აქ შემოსულმა ხალხმა თქვა, რომ ღარიბაშვილი ჩამოვიდაო. „ვაიმე,“-მე ვუთხარი, „ცაგერში მოვა“-მეთქი? „ალბათ მოვაო“. გუშინ იმდენი სტუმრები მყავდა სახლში, აი, რომ გავიგე, რომ ეს პიროვნება მოდიოდა, ისე გადავიცვი, თმაც არ დამივარცხნია ნორმალურად ისე გავიქეცი, რომ ამ პიროვნებას შევხვედროდი. ადამიანი რომ დამენახა ჩვეულებრივად და რაღაცა ჩემი ორი სიტყვა მეთქვა მის მიმართ. დამთავრდა. ძალიან გთხოვთ, ამას კუდს ნუ გამოაბამთ, - ამბობს მურცხვანაძე.