192 თანამშრომელი და მხოლოდ 213 ღსაზრდელი ცაგერის ბაღებში - ოპოზიციამ პარტიული აქტივის დასაქმების სტატისტიკა შეისწავლა
805 დასაქმებული მხოლოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში - პარტიული აქტივის დასაქმების სტატისტიკა ოპოზიციამ შეისწავლა. ირკვევა, რომ ცაგერში მხოლოდ საბავშვო ბაღში მმართველ პარტიას 192 მომხრე ჰყავს დასაქმებული, არადა ბაღებს აღმზრდელების ეს რაოდენობა საერთოდ არ სჭირდებათ, რადგან დღეს ცაგერის ბაგა - ბაღებში მხოლოდ 213 ბავშვია რეგისტრირებული.
კორუფციის მკვლევარი და ევროპული საქართელოს წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საჯარო სამსახურები აქტივისტების დასაქმებს ორგანოდ აქცია.
სინამდვილეში, ეს ადამიანები, რომლებიც მათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხვება, ეს ადამიანები არიან მერიის სისტემაში გაფორმებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები. 805 ადამიანია მუნიციპალიტეტში გაფორმებული. წარმოიდგინეთ, რომ ცაგერისთვის ყოველდღიურად 805 ადამიანი მუშაობს. 3 მლნ 273 ათასი ლარი იხარჯება ყოვეწლიურად ამ ადამიანების ხელფასებში. ცაგერის რაიონში 213 ბავშვია ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული, ხოლო ბაგა-ბაღების თანამშრომლეთა რაოდენობა არის 192. ანუ არარეალური ციფრებია, - ამბობს დონაძე.