რა ვიცით, რა ედო ადამიანს ფეხთან? - ალასანია პოლონელ ექიმზე
პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტი გიული ალასანიას კითხვებს უჩენს. საქმე ეხება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც უწყება ამტკიცებს, რომ ექიმი ფარულად, ფეხსაცმლის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის გატანას ცდილობდა.
ალასანიას აინტერესებს, ვინ ადასტურებს, რომ ექიმს ნამდვილად ნიმუში გაჰქონდა.
ვიცი, რომ რაღაც სკანდალი მოხდა. რა სკანდალი იყო, მართალი გითხრათ, შინაარსი ვერ გავიგე. რა ვიცით, რომ ნიმუში იყო? რა ვიცით, რომ გაჰქონდა და შემოტანილი არ ჰქონდა? რა ვიცით, რა ედო ადამიანს ფეხთან?, - განაცხადა ალასანიამ.