მეორე კლასის მოსწავლის დონის განცხადება - პეტრე ცისკარიშვილი პრემიერის განცხადებაზე

16.07.23 17:37
მეორე კლასის მოსწავლის დონის განცხადება - პეტრე ცისკარიშვილი პრემიერის განცხადებაზე

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი პრემიერის განცხადებას მეორე კლასის მოსწავლის განცხადებას ადარებს. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინას რუსეთთან ომის მოგების შემთხვევაში ნატოში აღარაფერი ესაქმება.

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ქვეყნის მეთაური კრემლის მესიჯბოქსით საუბრობს. 

რაში სჭირდება უკრაინას ან ვინმეს ნატოს წევრობა? აი, ასეთ აბსურდულ, მეორე კლასის დონის მოსწავლის განცხადებას რომ გააკეთებს პრემიერ-მინისტრი, იქ უნდა მივხვდეთ, რომ ძალიან ცუდად არის ქვეყანაში საქმე. მესიჯბოქსი იგივე აქვთ, რაც პუტინის რეჟიმს და კრემლს. როდესაც საუბრობენ, რომ დასავლეთმა თითქოს დაავალა რუსეთის დამარცხება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ნატოს წევრი, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

მსგავსი სიახლეები