პრემიერის ორაზროვანი განცხადება ნატოს წევრობაზე - ოპოზიცია ღარიბაშვილს აკრიტიკებს

16.07.23 20:14
პრემიერის ორაზროვანი განცხადება ნატოს წევრობაზე - ოპოზიცია ღარიბაშვილს აკრიტიკებს

„თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ ნატოს წევრობა რაღა საჭიროა,“ - პრემიერმა  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიმართ ორაზროვანი განცხადება ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მედიას აინტერესებდა, რატომ არ წავიდა  ღარიბაშვილი ვილნიუსის სამიტზე. 

მთავრობის მეთაურმა ნატოს  სამიტი, პრაქტიკულად, ერთ ვახშამზე მიწვევამდე დაიყვანა. ღარიბაშვილი ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ისიც დაპატიჟეს ლიეტუვაში, მაგრამ უარი თქვა და ვილნიუსში საგარეო საქმეთა მინისტრი გააგზავნა.

ამ გზავნილების გამო ოპოზიციამ პრემიერს პოლიტიკური სიმწიფე დაუწუნა და დაწყებითი კლასის მოსწავლის ნააზრევს შეადარა. "ოცნების" ოპონენტების მტკიცებით, ღარიბაშვილი  სამიტზე მიზანმიმართულად არ დაპატიჟეს, რადგან საქართველოს მთავრობის სიმპათია რუსეთისკენ იხრება და არა დასავლეთისკენ.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები