რა მოხდა "ვივა-მედში" - საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს

17.07.23 11:10
რა მოხდა "ვივა-მედში" - საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს

რა მოხდა კლინიკა "ვივა-მედში" და რატომ სცადა პოლონელმა ექიმმა სააკააშვილის ბიოლოგიური ნიმუშის ფარულად გატანა - ოფიციალური თბილისი ვარშავას განმარტებებს სთხოვს. საგარეო საქმეთა სამინისტროშ დღეს საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი დაიბარეს, თუმცა ის ქვეყანაში არ იმყოფება და მის ნაცვლად ილია დარჩიაშვილის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ, რომელიც 45 წუთს გაგრძელდა, მარიუშ პიეტრჟაკს კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. 

ცნობილია, რომ საგარეო უწყება შეხვედრის ამსახველ კადრებს და განცხადებას  გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ პოლონელმა მედიკოსმა, რომელიც მესამე პრეზიდენტს კვლევებს უტარებდა, კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანა ფარულად, ფეხსაცმლის მეშვეობით სცადა. 

 

მსგავსი სიახლეები