12 მლნ ჩრდილოეთისკენ მიმავალი გზის გასაფართოებლად - ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს

17.07.23 11:57
12 მლნ ჩრდილოეთისკენ მიმავალი გზის გასაფართოებლად - ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს

რატომ იხარჯება 12 მილიონი რუსეთისთვის სატრანსპორტო კორიდორის გასაფართოებლად - ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მთავრობამ თბილისი-ნატახტრის მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობა რუსეთის დაკვეთით გადაწყვიტა.

მთავრობა ყოველთვის მიმართავს დონორ ორგანიზაციებს აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, რადგან ერთჯერადად ამხელა ტვირთი არ დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ დონორ ორგანიზაციებს მოჰყვება მისი პირობები. 245 მილიონს დახარჯავენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანუ ეს ტვირთი აკიდეს სახელმწიფო ბიუჯეტს იმიტომ, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი გზის გაკეთებას ცივილიზებული დონორი ორგანიზაციები არ დაუფინანსებია. ერთი ტენდერი არის 245 მილიონიანი პირველი ლოტი, რომელიც უკვე გამოცხადებულია სტეფანწმინდა-ლარსი-გველეთის მონაკვეთი, მეორე, ეს არის, 142 მილიონიანი პროექტირება მიმდინარებს,  ეს არის მცხეთიდან ნატახტრის მიმართულება და ამ მონაკვეთის პროექტირება ახლა მიმდინარეობს, ყველა თანხა იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან,  - ამბობს ბესიკ დონაძე.

"ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებამ" ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ აქცია. მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაშ დაეხმაროს და კომფორტი შეუქმნას. 

ამ ეკონომიკური არგუმენტების უკან იმალება, რომ საქართველო გახდა რუსეთის უკანა ეზო. "ქართულმა ოცნებამ" საქართველო აქცია რუსეთის უკანა ეზოდ და ნებისმიერი აკრძალული ტვირთის თუ აკრძალული მიმოსვლის გამტარ ტერიტორიად. ძირითადი მიზანი არის  რუსეთისთვის კომფორტის შექმნა. ქართულ ეკონომიკას ეს გზა, ასეთი იქნება თუ სხვანაირი, დიდ ცვლილებას  არ მოუტანს იმიტომ, რომ იგივე ის ეფექტი, მოძრაობა ამ გზაზე, არის დროებითი ამიტომ, ზუსტად ისეთი სასაცილო არგუმენტია აპელირება ეკონომიკურ მდგენელზე, როგორც საქართველოს და ეთნიკურად ქართველების ჩამოყვანისთვის იყო რუსეთიდან 300 რეისი დაგეგმილი, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

 თბილისი - ნატახტაარის გზაზე ოთხ ზოლიანი მაგისტრალი აშენდება. გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 12 მლნ-ია.  ახალი გზა დღე-ღამეში 40 ათას ავტომობილს გაატარებს.  

მსგავსი სიახლეები