საჭიროა არა რიგითი ცენტრი, არამედ გამარჯვების და რეალური ცვლილებების ძლიერი პლატფორმა - პაატა მანჯგალძე
"სტარტეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია, პირველ რიგში, მოქალაქის ინტერესებს და მისი ყოფითი პრობლემების მოგვარებას უნდა ემსახურებოდეს, რადგან სწორედ ამ გზით არის ნამდვილი დემოკრატიის და ევროპული სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელი.
ოპოზიონერი პოლიტიკოსის თქმით, ენმ-ს და "სტრატეგია აღმაშენებელის" თანამშრომლობა სწორედ ასეთ რეალობას შექმნის. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების მიზანს მხოლოდ ხალხის ძარცვა და ქნების დაგროვება წარმოადგენს, ამისგან თავის დასაღწევად კი ახალი, ძლიერი პლატფორმის შექმნაა აუცილებელი.
ენმ-ს და "სტრატეგია აღმაშნეებლის" გაერთიანებით ისეთი რეალობა შეიქმნება, სადაც პრიორიტეტული მოქალაქე და მისი ყოფითი საკითხების მოგვარება იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი
დიახ, ოპოზიციას ბევრი გვაქვს სამუშაო.
ჩვენ, პოლიტიკოსებს, ხშირად გვაქვს ფუჭი განცდა, რომ რაღაც უფრო დიდ იდეალებს ვემსახურებით, ვიდრე ადამიანების ყოველდღიური ტკივილი და ყოფითი საზრუნავია.ვფიქრობ, ეს არის იმედგაცრუების, ნიჰილიზმის მიზეზი და ამიტომ დაშორდა ადამიანი პოლიტიკას და პოლიტიკა ადამიანს .
ხშირად ვსაუბრობთ სოციალურად დაუცველთა მძიმე სტატისტიკაზე , ბავშვთა შიმშილის გაზრდილ მაჩვენებლებზე, რაც ერის ტრაგედიაა ნამდვილად.
ასევე, საყურადღებოა ისეთი ფაქტორები, როგორიც არის შიმშილი და საფრთხის განცდა, რა გავლენას ახდენს თავისუფალ არჩევანზე და უფრო მეტიც დემოკრატიასა და პურს შორის არჩევანზე.
რატომ გვგონია, რომ თუ ერთ მხარეს დევს დემოკრატია და მეორე მხარეს კარტოფილით სავსე ტომარა, სიღარიბით დამძიმებულ ადამიანთა უმრავლესობა დემოკრატიას ან სამართლიან სასამართლოს და სიტყვის თავისუფლებას აირჩევს?!
საფიქრალი და სამუშაო ბევრია. ავტოკრატიის პირობებში დემოკრატიას ბევრი დილემა აქვს, მაგრამ სწორედ ამიტომ მჯერა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა და ზოგადად, ოპოზიციის გამსხვილება შექნის იმ ახალ მოცემულობას, სადაც მოქალაქისთვის, როგორც ღირებულებითი, ისე ყოფითი საკითხების მოგვარება უფრო რეალური და დამაჯერებელი გახდება.
ხელისუფლებას ხალხის ძარცვა და ქონების დაგროვება აინტერესებს და ამ გზაზე მზად არიან, რუსულ ჭაობად აქციონ ქვეყანა, ეს ფაქტია.
ამიტომ საჭიროა, არა რაღაც რიგითი ცენტრი, არამედ გამარჯვების და რეალური ცვლილებების ძლიერი პლატფორმა, სადაც მთავარი იქნება მოქალაქე და მისი პრობლემების მოგვარება, რისი უმოკლესი გზა მხოლოდ ევროპაშია და არა რუსულ ჭაობში, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, - ამბობს პაატა მანჯგალაძე