პოლონელი მედიკოსის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს - საგარეო
პოლონელი დიპლომატის დაბარებასთან დაკავშირები საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს , რომ მარიუშ პიეტრ ჟაკს განმარტებები პოლონელი მედიკოსის "გაუგებარ" და "შემაშფოთებელ" ქმედებათან დაკავშირებით მოსთხოვეს, რომელმაც კლინიკიდან სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის ფარულად გატანა სცადა.
საგარეო უწყების ცნობით, დიპლომატმა შეხვედრაზე თქვა, რომ მომხდარის მიზეზებზე ინფორმაირებული არ არის და განმარტებებს ვერ გააკეთებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, მარიუშ პიეტრ ჟაკთან.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანა კლინიკიდან.
პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პო
ლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე.შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული თუ რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი, - წერს უწყება.