დავაწესეთ სანქციები, ველით, რომ ქვეყნები, რომლებსაც EU-ში სურთ, ამაზე მიდგომას მიჰყვებიან - ჰერჩინსკი

17.07.23 12:19
დავაწესეთ სანქციები, ველით, რომ ქვეყნები, რომლებსაც EU-ში სურთ, ამაზე მიდგომას მიჰყვებიან - ჰერჩინსკი

"შემოვიღეთ სანქციები, ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან," - ამ განცხადებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში აკეთებს.

პაველ ჰერჩინსკი განმარტავს, რატომ გაერთიანდა დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ და რომ სანქციების მიზანს რუსეთზე ზეწოლა წარმოადგენდა.

არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი, არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შევზღუდოთ გადაადგილება, კონტაქტები. ამის გამო რეალურად, ვწუხვართ, არ გვინდოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ უნდა გვემოქმედა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ომის რაც შეიძლება მალე დასრულება, ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე და ასევე, უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რომ რუსეთი ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის უკრაინაში საშინელი ქმედებებისთვის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სანქციები, ამიტომ არის ძალიან რთული რუსებისთვის ევროპაში ჩასვლა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან," - ამბობს ელჩი.

მსგავსი სიახლეები